ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აირჩიეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 მარტის სხდომის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის რექტორად 4 წლის ვადით პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აირჩიეს.

ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ამავდროულად ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტს, ასევე იყო რექტორის მრჩეველი კვლევისა და სწავლების მიმართულებით.

ნინო დობორჯგინიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსების დღიდან მუშაობს.

კონკურსი ახალი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2021 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მიიღო ორმა კანდიდატმა – ნინო დობორჯგინიძემ და გიორგი გეგელაშვილმა.

აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე რვავე წევრმა პროფ. ნინო დობორჯგინიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

„ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ასე მოკლე დროში გახდა ლიდერი ინსტიტუცია საქართველოში როგორც კვლევისა და სწავლების, ასევე სამოქალაქო კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების სფეროში.“

ნინო დობორჯგინიძე რექტორის მოვალეობების შესრულებას 24 მარტიდან შეუდგება და უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

2022 წელი

ბანერები