ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

იელის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

იელის უნივერსიტეტი, აშშ-ის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი 300-წლიანი ისტორიით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას 5-წლიანი პროექტის სახით. პროექტი დაფინანსებულია Fogarty International-ისა და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (National Institutes of Health (NIH)) მიერ.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ იელის უნივერსიტეტის პროფესორები – ფრედერიკ ალტისი (მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის დოქტორი) და დენის ესერმანი (ბიოსტატისტიკის დოქტორი, იელის ანალიტიკური მეცნიერების ცენტრი). სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ელენე ჟურავლიოვას, ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს.

ეს თანამშრომლობა ეფუძნება მრავალწლიან პროფესიულ კავშირებს, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებს, ირმა კირთაძესა და დავით ოთიაშვილს, პროფესორ ალტისთან თანამშრომლობით ჩამოუყალიბდათ. პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 4 პროფესორის სტაჟირებას იელის უნივერსიტეტში ბიოსტატისტიკისა და იმპლემენტაციური მეცნიერების მიმართულებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტების სწავლას იელის უნივერსიტეტში.

პროექტის ფარგლებში ყოველწლიური საზაფხულო სკოლა უმასპინძლებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დასაქმებულ დაინტერესებულ პირებს ბიოსტატისტიკაში ცოდნის გასაღრმავებლად.

2023

ბანერები