


ჰორიზონტი ევროპის პროექტის „EMBRACE” ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები
19 ივნისს თბილისში ჰორიზონტი ევროპის პროექტის „EMBRACE” ფარგლებში გაიმართა სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის ჰიბრიდული შეხვედრა ერთდროულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზუმის პლატფორმაზე. ღონისძიება მოეწყო ილიაუნისა და გენტის უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით. კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა, მედიისა და აკადემიის წარმომადგენლები.
შეხვედრის პირველ ნაწილში მკვლევართა გუნდმა წარადგინა პროექტი, ასევე კვლევის მიზნები და ამოცანები, დიზაინი, მეთოდოლოგია და საველე სამუშაოების გეგმა. მეორე ნაწილის მიმდინარეობისას კი კომიტეტის წევრებმა უკუკავშირი მისცეს მკვლევრებს, კერძოდ გამოთქვეს მოსაზრებები შესასწავლ შემთხვევათა შერჩევის საკითხსა და კვლევის სხვა მეთოდოლოგიურსა თუ ეთიკურ ასპექტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვა მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ კვლევის პროცესის მხარდაჭერასა და მისი შედეგების განხილვაში.
ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) მიზანია ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელ ფაქტორთა აკადემიური შესწავლა, გაანალიზება და მათი გადალახვის გზების მოძიება, ასევე პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების შეთავაზება ევროკავშირის სამეზობლოში ამ უკანასკნელის მიერ დემოკრატიის ხელშემწყობი (EUDP) პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.
პროექტი 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.
2023
გალერეა