ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Google Women Techmakers-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰაკათონი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

Google Women Techmakers-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 10 და 11 აპრილს ქალთა საერთაშორისო დღის გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართება ჰაკათონი განსაზღვრე შესაძლებლობები“ “Redefine Possible”.

საქართველოში უკვე მეშვიდედ იმართება Women Techmakers-ის ღონისძიება. ეს პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვასა და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია განვითარდეს ტექნოლოგიების მიმართულებით.  წლევანდელი თემა განსაზღვრე შესაძლებლობები მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დახმარებით ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათ ფართო ხელმისაწვდომობას.

ჰაკათონი ორი დღის განმავლობაში აერთიანებს საგანმანათლებლო სესიებს, ნეთვორქინგ აქტივობებსა და გუნდურ სამუშაოს, სადაც მონაწილეები იმუშავებენ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლებას, ციფრულ ჩართულობას, სამოქალაქო მონაწილეობასა და პროფესიულ განვითარებას.

ჰაკათონის შესახებ:

ვის შეუძლია მონაწილეობა?

18 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, ანტერპრენერებს, ჟურნალისტებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, ინოვატორებსა და ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ინოვაციები და საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ინდივიდუალურად რეგისტრაციის შემთხვევაში ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელი იქნება ჰაკათონის პირველ დღეს.

  • ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი, 4 პირია.
  • ჯგუფური რეგისტრაციის შემთხვევაში გუნდიდან განაცხადს ავსებს ერთი წარმომადგენელი, რომელიც ფორმაში უთითებს ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაციას.

ჰაკათონის თემები:

ჰაკათონის მონაწილეები იმუშავებენ ისეთ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ციფრულ ჩართულობას, ცოდნის გავრცელებასა და ინკლუზიურობას. შემოთავაზებული იქნება მიმართულებები:

  • ციფრული ჩართულობა და განათლების ხელმისაწვდომობა
  • ციფრული უსაფრთხოება და კიბერეთიკა 
  • ინოვაციები პროფესიული განვითარებისთვის
  • სთორითელინგი და ინტერაქტიული მედია

მონაწილეებს ასევე ექნებათ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა – ისინი შეძლებენ იმუშაონ ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიურ იდეაზე, რომელიც ჰაკათონის ზოგად თემატიკას ეხმიანება და ხელს უწყობს ციფრულ ჩართულობას, უსაფრთხოებასა და ინკლუზიურობას.

ვრცლად მიმართულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქhttps://bit.ly/4iMenEk

ჰაკათონი გაიმართება თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში. ღონისძიება დაიწყება 10 აპრილს, 11 აპრილს კი გაიმართება დემო დღე-ფიჩინგი და დაჯილდოების ცერემონია. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/6Nd79QXN7LMu16dt8

რეგისტრაცის ვადა: 7 აპრილი, 23:59 საათი

შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 8 აპრილისა. შერჩეულ მონაწილეებთან ჰაკათონის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 9 აპრილს, 18:00 საათზე, ონლაინ, ზუმის მეშვეობით (საინფორმაციო შეხვედრის ბმულს გავუგზავნით შერჩეულ მონაწილეებს). შერჩეულმა კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი კომპიუტერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge 

ვრცლად Google Women Techmakers Georgia-ს შესახებ ინფორმაცია იხილეთ:https://sites.google.com/view/wtmtbilisi

 2025

ბანერები