


სასერტიფიკატო პროგრამა ქცევის გამოყენებითი ანალიზი − ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებლად
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, ვისაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურს ცოდნის გაღრმავება, აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი − ქცევის ანალიტიკოსი“.
პროგრამა აღიარებულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IBAO) და ასევე საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის (GABA) მიერ.
6 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილე მიიღებს ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ქცევის ანალიტიკოსის საფეხურის შესაბამის თეორიულ ცოდნას.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის მაისი
ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი); სწავლის საფასური თითოეულ მოდულზე 650 ლარია.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/riJBJtPc72ZUwLWq9
რეგისტრირებულ მონაწილეებს შერჩევის ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში, ტესტირების გარეშე კურსზე მოხვდებიან ის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონის) დამადასტურებელ სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 389 435
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 აპრილი.
2025