ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რეგისტრაცია ტრენინგკურსზე „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი ილიაუნის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“.

კურსის მიზნები:

  • კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპების გაცნობა;
  • აქტუალური შემთხვევებისა და ახალი ტენდენციების შესახებ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება და ამ მიმართულებით პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

კურსის თემებ:

  • კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა;
  • კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერების პრინციპები;
  • ღია მეცნიერებები და FAIR მონაცემები;
  • ნაშრომის გამოქვეყნება და ეთიკა;
  • კვლევის შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა და სხვ.

კურსის ფარგლებში დაგეგმილია ხუთი სინქრონული ონლაინშეხვედრა (16 აპრილიდან, ყოველი მომდევნო ოთხშაბათი, 19:00 საათი) და ასინქრონული დავალებები.

მონაწილეებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ფლობა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსს გაუძღვებიან:

  • ნინო ჯავახიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი
  • ჯანა ჯავახიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი
  • გიგა ხოსიტაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს, რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილის ჩათვლით.

მსურველების დიდი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებს.

ტრენინგკურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

2025

ბანერები