
ახალი ამბები
24 მარტი, 2025

ახალი ამბები
24 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 მარტი, 2025
უფასო კონსულტაცია-თერაპია ენის ბორძიკის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის
ახალი ამბები
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს ენის ბორძიკი – იმეორებს მარცვლებს, სიტყვებს, ახანგრძლივებს-აგრძელებს ბგერებს სიტყვებში და/ან აქვს პაუზები მეტყველებაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ენის ბორძიკის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია-თერაპიას.
ენისა და მეტყველების თერაპევტები და სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით:
- შეაფასებენ ენის ბორძიკს (2-3 შეხვედრა);
- ბავშვის შემთხვევაში მშობლებს გაუწევენ კონსულტაციას ენის ბორძიკთან დაკავშირებით (2-3 შეხვედრა წერილობითი რეკომენდაციების ჩათვლით);
- მოზარდისა და ზრდასრულის შემთხვევაში შესთავაზებენ კონსულტაციას ენის ბორძიკის მართვასთან დაკავშირებით (2-3 შეხვედრა წერილობითი რეკომენდაციების ჩათვლით).
- კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში უსასყიდლოდ მიიღებთ მაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.
ადგილები შეზღუდულია – შესაძლებელია მხოლოდ 5 ადამიანის მიღება.
გთხოვთ, რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ ტელ.: 595 577 996 ან მოგვწეროთ: neparidze.m@gmail.com
2025