


ესეების კონკურსი თემაზე „მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე“
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ცენტრი აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე „მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე“.
კონკურსი ეწყობა „იაპონიის ატომური დაბომბვისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ატომური ბომბის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, იაპონიის ქალაქებში, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოაგდეს 2 ატომური ბომბი, რომლებმაც მყისიერად შეიწირა 200 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ატომურ დაბომბვას გადარჩენილი ათი ათასობით ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდა.
2022 წელს დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა კვლავ შექმნა ბირთული იარაღის გამოყენების საფრთხე. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა წინ აღუდგეს ბირთული იარაღის გამოყენებას და შექნას სამყარო ატომური იარაღის გარეშე.
მთავარი საკითხები, რომლებზეც ესეიში უნდა იმსჯელოთ:
- ატომურ იარაღთან დაკავშირებული გამოწვევები;
- როგორ შევქმნათ ატომური იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო.
სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ესეების ავტორებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერებითა და სამახსოვრო სიგელებით;
I ადგილი – 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
II ადგილი – 150-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
III ადგილი – 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტის სახით.
- გვერდების საშუალო რაოდენობა – 4-5
- ფონტი: Sylfaen
- ზომა: 12
- სქოლიოს ზომა: 10
- დაშორება: 1.15
- გვერდის სტრუქტურა: Normal
მონაწილეობის მსურველებმა (ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტის საშუალებით) ესეი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: japan.center@iliauni.edu.ge.
ელფოსტაში მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი/გვარი;
- ფაკულტეტი;
- პროგრამა;
- კურსი;
- საკონტაქტო ნომერი.
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ესეების კონკურსი თემაზე „მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე“.
ესეების მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 15 იანვარი.
პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ავტორი კონკურსიდან მოიხსნება.
2024 წლის 30 იანვარს გაიმართება გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოების ცერემონია.
დაჯილდოების ცერემონიის შესახებ მონაწილეები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ მეილის საშუალებით არაუგვიანეს 2024 წლის 26 იანვრისა.
2023