ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტუბინგენის უნივერსიტეტის 10-კვირიანი უფასო ონლაინკურსები

ახალი ამბები

ტუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს  მიღებას TÜ-VIP-ის 10-კვირიან უფასო ონლაინ კურსებზე, რომლებიც ჩატარდება 9 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით.

კურსების თემატიკა განსხვავებულია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პოლიტიკა, ინტერკულტურული კომუნიკაცია, ევროპული იდენტობა, ადამიანის უფლებები და სხვ. მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ გერმანული ენის უფასო კურსით (A1-დან B1 დონის ჩათვლით).

ონლაინ შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ Zoom-ის საშუალებით.

კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 4ECTS კრედიტს, რომელსაც ტუბინგენის უნივერსიტეტი იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ სტუდენტი გადაწყვეტს მომავალში ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას (მათ შორის როგორც გაცვლითი სტუდენტი). თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აღიარებს ონლაინ კურსის საშუალებით მოპოვებულ კრედიტებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ: სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 ოქტომბერი (გერმანიის დროით)

კურსების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

2023 

ბანერები