
ღონისძიებები
25 მაისი, 2025

ახალი ამბები
15 აპრილი, 2025

ღონისძიებები
15 აპრილი, 2025
GET MA - გლობალური და ევროპული ტრანსფორმაციები, ორმაგი სამაგისტრო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში
ახალი ამბები
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (METU) გთავაზობთ ორმაგ სამაგისტრო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში.
GET MA სტუდენტებს უვითარებს კარიერისთვის საჭირო უნარებსა და სძენს ცოდნას დიპლომატიის, საჯარო ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის თუ სხვა მიმართულებებით. ევროპის ორ დედაქალაქში, ბერლინსა და ანკარაში, სწავლისას, სტუდენტები არა მარტო გაიღრმავებენ ცოდნას, არამედ შეიძენენ მრავალფეროვან გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ კარგად ჩასწვდნენ გლობალურ თუ ევროპულ ცვლილებებს.
GET MA პროგრამის უპირატესობანი:
- ორმაგი ხარისხი: კურსდამთავრებულები იღებენ ხელოვნების მაგისტრის ხარისხს როგორც ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ასევე METU-ში, რაც მათ აძლევს უპირატესობას სამუშაო ბაზარზე.
- ინტერდისციპლინური ფოკუსი: ცნობილი ფაკულტეტი სტუდენტებს აცნობს სთავაზობს პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის სხვადასხვა ქვედისციპლინის შეხედულებებს, რითიც მათ ამზადებს სხვადასხვა პროფესიული სფეროსთვის.
- გლობალური და ევროპული ტრანსფორმაციების შესწავლა: პროგრამა იკვლევს გლობალიზაციის, ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის ანალიზის თეორიულ მიდგომებს და განიხილავს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2024
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
2024