ღონისძიებები
17 ოქტომბერი, 2024
ახალი ამბები
8 ოქტომბერი, 2024
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
8 ოქტომბერი, 2024
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ვის ეშინია საერთაშორისო სამართლის? საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში“
ახალი ამბები
მიეროშევსკის ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „ვის ეშინია საერთაშორისო სამართლის? საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში“.
25-დან 30 აგვისტომდე მაზურიის ტბის რაიონში (პოლონეთი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ხუთდღიანი სერია დოქტორანტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და საჯარო მოხელეებისთვის პოლონეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან.
საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს
- საცხოვრებელს
- კვებას
- ლექციებისთვის საჭირო მასალას
- მგზავრობის ხარჯებს (მგზავრობის ლიმიტი 300 ევროა)
საზაფხულო სკოლა გთავაზობთ
- საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების გამოჩენილ ექსპერტთა, მათ შორის: Prof. Ireneusz C. Kamiński, Prof. Karolina Wierczyńska, Prof. Patrycja Grzebyk, Prof. Agnieszka Bieńczyk-Missala ტრენინგებს;
- საერთაშორისო ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, საერთაშორისო სამართლის გავლენის ანალიზის შესწავლას;
- სხვა ნიჭიერ მკვლევრებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს იდეების გაცვლისა და პროფესიული ქსელის შესანიშნავ პლატფორმას.
მონაწილეობის მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ მეილზე: kontakt@mieroszewski.pl
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 მაისი, 2024
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
2024