აკადემიური პერსონალის კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლაკილას უნივერსიტეტისათვის
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ლაკილას უნივერსიტეტში (იტალია) მობილობის განხორციელების მიზნით.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე ( დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
მობილობის ტიპი:
მობილობა სწავლების მიზნით (Staff Mobility for Teaching): პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლება, ე.წ. Staff mobility for Teaching (STA), გულისხმობს, რომ აკადემიური პერსონალი ახორციელებს სწავლების აქტივობებს(მაგ. სემინარები, ლექციები, ტუტორინგი) ლაკილას უნივერსიტეტში კვირაში მინიმუმ 8 საათის დატვირთვით.
მობილობის მიმართულება:
- კომპიუტერული მეცნიერება
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ქიმია
სტიპენდიის რაოდენობა:
- ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის – 360 EUR
სამუშაო ენა: ინგლისური/იტალიური
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- კანდიდატისა და მშობლიური ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD)
- პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ინგლისური/იტალიური ენის მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
- ასეთის არსებობს შემთხვევაში, ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 5 მაისი, 23:59.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატების შეფასება განხორციელდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- კანდიდატის რეზიუმე (მაქს. 30 ქულა);
- მობილობის ხელშეკრულება (მაქს. 30 ქულა);
- ინგლისური/იტალიური ენის კომპეტენცია (მაქს. 20 ქულა);
- დამატებითი სერტიფიკატები (მაქს. 20 ქულა).
===============================
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009-367 (ext)