ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არისტოტელეს სალონიკის უნივერსიტეტი

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, საბერძნეთში, მობილობის განხორციელების მიზნით.

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია - 160 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის - 275 EUR

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე ( დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

შემოთავაზებული მობილობის ტიპები:

მობილობა სწავლების მიზნით: მობილობის პერიოდი გულისხმობს 8 საათის დატვირთვას, რომლიდანაც მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლების აქტივობები უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 საათს.

მობილობა ტრენინგის მიზნით: მობილობის პერიოდში კანდიდატს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტრენინგის ტიპის აქტივობებში მასპინძელ უნივერსიტეტში, რომელთა საერთო დატვირთვაც უნდა შეადგენდეს 8 საათს.

_______________________________________

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე;
  • პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე

_____________________________________________________________________________________

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი;
  • სასურველია, წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური პროფესირისაგან ან/და ფაკულტეტის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში (შერჩევის ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ წინასწარი თანხმობის/მოწვევის წერილს). 

_____________________________________________________________________________________

მნიშვნელოვანია!

განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის ფარგლებში კანდიდატების შერჩევას ახორციელებს სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი.

მობილობის ვადები:

მობილობის განხორციელება შესაძლებელია 2024 წლის 15 იანვრიდან 19 ივლისამდე პერიოდში.

კონკრეტული თარიღების შეთანხმება უნდა მოხდეს მასპინძელ პროფესორთან/ხელმძღვანელთან პარტნიორ უნივერსიტეტში.

_____________________________________________________________________________________

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულადონლაინ განაცხადის ფორმა

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 2023 (23:59 GET)

_____________________________________________________________________________________

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინ განაცხადის ფორმაში:(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად)

√ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

√ EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)

√ შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე)¹

√ ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)

√ აკადემიური პერსონალისთვის - მშობლიური ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD)

√ ადმინისტრაციული პერსონალისთვის - მშობლიური სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD)

√ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისგან/ფაკულტეტისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა)

თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 10 MB. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დასათაურებული ინგლისურად, ისე როგორც მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში.

===============================

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელ-ფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)


¹საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა, უცხოენოვან კონფერენციებში ან ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, და ა.შ.

 

ბანერები