ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პორტოს უნივერსიტეტი

კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს უნივერსიტეტისათვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად, პორტოს უნივერსიტეტის ელექტრონულ სააპლიკაციო პლატფორმაზე;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • ყველა საჭირო დოკუმენტი (გარდა ფოტოსურათისა) უნდა მომზადდეს PDF ფორმატში; კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
  • მობილობის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ ან/და პორტუგალიურ ენებზე;
  • მობილობის მიმართულება შეზღუდული არ არის; მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს სასურველი მიმართულების ენის კომპეტენციის მოთხოვნებს; პორტოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული მიმართულებები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.up.pt/mobile22/courses.

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველთვიური სტიპენდია - 850 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის - 820 EUR

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);           
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული  Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

ელექტრონულ განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ფოტო (jpg, jpeg ფორმატში);
  • ვიდეო (ნებაყოფლობითი);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი;
  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - წინა საფეხურ(ებ)ის დიპლომი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • მხარდაჭერის წერილი (შაბლონი) (გთხოვთ, შევსებული შაბლონი ხელმოსაწერად გამოგზავნოთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; დოკუმენტის მომზადებას ესაჭიროება 2 სამუშაო დღე);
  • ცნობა სტუდენტობის შესახებ;
  • შესაბამისი უცხო ენის მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასწავლო გეგმა (შაბლონი), ხელმოწერილი თქვენი და აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ; უნივერსიტეტის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, შევსებული დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ MS Word-ის ფორმატში მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის განხილვას 3-5 სამუშაო დღე ესაჭიროება;
  • ასეთის არსებობს შემთხვევაში, ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა.

ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ პორტოს უნივერსიტეტის პლატფორმაზე:https://bit.ly/3H7GEVx 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16 მარტი, 2023 წელი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: https://www.up.pt/mobile22/ (გთხოვთ, გაეცანით დოკუმენტს: Guidelines for Applicants).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

 

 

ბანერები