ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Erasmus+ კონკურსი დოქტორანტებისათვის

Erasmus+ კონკურსი დოქტორანტებისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა
2023/24 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ქვემოთ მითითებულ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ:

_____________________________________________________________________________________

საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
  • ხშირად დასმული კითხვები:FAQ

_____________________________________________________________________________________

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას); გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის ცვლილება (კონკურსი მოიცავს განაცხადების მიღების გამოცხადებიდან მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღებამდე პერიოდს);
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლით პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)

_____________________________________________________________________________________

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელ-ფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;

_____________________________________________________________________________________

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ: ბმულზე

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 7 აპრილი, 2023 (18:00, საქართველოს დროით)

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

 

ბანერები