კონკურსი პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული საფეხურის პროგრამებზე სწავლების მიზნით
გაცნობებთ, რომ პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი სრული საფეხურის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობით.
ხანგრძლივობა:
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის - 2 წელი
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის - 4 წელი
სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა:
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის - 3000 ჩინური იუანი
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის - 3500 ჩინური იუანი
სწავლების ენა: ინგლისური ან/და ჩინური
აკადემიური მიმართულება:
- 32 სამაგისტრო პროგრამა
- 28 სადოქტორო პროგრამა
- 2023-2024 აკადემიური წლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
კურსების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.
კონკურსში მონაწილოების მიღების წინაპირობები:
- კანდიდატი არ უნდა იყოს ჩინეთის მოქალაქე. უნდა იყოს მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელი. უნდა შეისწავლოს და დაიცვას ჩინეთისა და პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კანონები და რეგულაციები;
- სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებისას კანდიდატი უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის ბაკალავრის ან მისი ექვივალენტური აკადემიური ხარისხის მფლობელი;
- სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებისას კანდიდატი უნდა იყოს 40 წლამდე ასაკის მაგისტრატურის ან მისი ექვივალენტური აკადემიური ხარისხის მფლობელი;
- კანდიდატი ჩინურენოვანი პროგრამებისთვის უნდა ფლობდეს HSK სერთიფიკატს (მინიმალური დონე - 5); ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის უნდა ფლობდეს TOEFL-ის სერთიფიკატს მინიმუმ 85 ქულით ან IELTS-ის სერთიფიკატს საერთო ჯამში მინიმუმ 6.0 ქულით (გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა). ან უნდა წარმოადგინოს BIT-ის მიერ აღიარებული ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა ცნობა.
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო ან სტაჟირების გამოცდილება MBA პროგრამაზე.
განაცხადის წარგდენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ვადა: 2022 წლის 20 დეკემბერი (18:00, საქართველოს დროით).
სასარგებლო ბმულები:
- გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
- პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გზამკვლევი გაცვლითი სტუდენტებისათვის იხილეთ ბმულზე;
- პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საინფორმაციო ბროშურა იხილეთ ბმულზე;
- დეტალური ინფორმაციისათვის ასევე იხილეთ თანდართული ფაილი.
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)
- პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ელ-ფოსტა: master_phd@bit.edu.cn
ტელ.: 86 10 68910992