ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰანკუკის უნივერსიტეტი (კორეა)

კონკურსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჰანკუკის უნივერსიტეტისათვის

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰანკუკის უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის ჰანკუკის უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის ხანგრძლივობა: 4 თვე

სტიპენდიის სრული ოდენობა: 14,400 GEL

სწავლების ენა: ინგლისური ან/და კორეული

აკადემიური მიმართულება:

  • ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის:

ანგლისტიკა
ბიზნესის ადმინისტრირება

  • კორეულენოვანი სტუდენტებისათვის:

მიმართულება არ არის შეზღუდული

კურსების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3DHlXhF 

კონკურსი მონაწილოების მიღების წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • კანდიდატს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
  • კანდიდატის განვლილი სემესტრების საშუალო შეფასება უნდა აღემატებოდეს 81.0 ქულას;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს კორეულ ენას მინიმუმ A1 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა ან სერტიფიკატი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს მინიმუმ B2 დონეზე იმ უცხო ენას (ინგლისური ან/და კორეული), რომელზეც გეგმავს მობილობის განხორციელებას, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა ან სერტიფიკატი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

განაცხადის წარგდენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი (18:00PM, საქართველოს დროით), 2022.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გაითვალისწინეთ, რომ შერჩეულ კანდიდატებს კორეის ვიზის მოსაპოვებლად ესაჭიროებათ ფინანსური გარანტიის წერილის უზრუნველყოფა; 4-თვიანი პერიოდისათვის განსაზღვრული მინიმალური თანხა შეადგენს 6 800 USD; ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, დაფინანსების შესახებ ცნობით, ხოლო  სტიპენდიის ოდენობასა და ვიზის მოსაპოვებლად საჭირო მინიმალურ თანხას შორის სხვაობის დადასტურება სტუდენტის/სტუდენტის მშობლის შესაბამისი საბანკო ამონაწერით.

სასარგებლო ბმულები:

  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ: https://bit.ly/3xGs16j
  • ჰანკუკის უნივერსიტეტის გზამკვლევი გაცვლითი სტუდენტებისათვის: https://bit.ly/3BZIyFf

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext

ბანერები