2022/23 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა
2022/23 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის.
_____________________________________________________________________________________
საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
- გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
- ხშირად დასმული კითხვები:FAQ
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას); გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის ცვლილება (კონკურსი მოიცავს განაცხადების მიღების გამოცხადებიდან მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღებამდე პერიოდს);
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინ. 60 კრედიტი;
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისათვის მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირითადი/მომიჯნავე მიმართულებით, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის ძირითადი ან მეორადი პროფესიის მიმართულებით (იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული უნივერსიტეტი არ ითხოვს ძირითადი/მომიჯნავე მიმართულებით მობილობას);
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლით პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელ-ფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტისათვის;
- ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; ნომინირების ეტაპზე, აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.
ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ: ბმულზე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2022 (18:00 საქართველოს დროით)
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის;
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში:
გთხოვთ, თითოეული უნივერსიტეტის დეტალური საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიოთ ინდივიდუალურ საინფორმაციო ბროშურებს!
- Technical University of Braunschweig, Germany
- Friedrich Schiller University of Jena, Germany
- Free University of Berlin, Germany
- Humboldt University Berlin, Germany
- Adana University of Science and Technology, Turkey
- University of Molise, Italy
- University of Tuscia, Italy
- Palacky University Olomouc, Czech Republic
- University of Tampere, Finland
- Paul Valery University of Montpellier, France
- Ioan Cuza University of Iasi, Romania
=============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)