ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

მიღება ილიაუნის ფუტსალის ნაკრებში MFC ILIAUNI

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს მიღებას ფუტსალის ნაკრებში.

შერჩეული მოთამაშეები ივარჯიშებენ ილიაუნის გუნდებთან ერთად და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეჯიბრებაში. ილიაუნის გუნდები მონაწილეობენ როგორც საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგასა და ფუტსალის ლიგა 2-ში, ასევე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ გამართულ ჩემპიონატებში.

გასული სეზონი ილიაუნისთვის წარმატებული იყო. პირველი გუნდი საქართველოს ფუტსალის თასის გამარჯვებული გახდა, მეორე ლიგის გუნდი კი – დივიზიონის ჩემპიონი.

გუნდებს პროფესიონალი მწვრთნელი ალიკ სარქისიანი წვრთნის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი არაერთი ყოფილი მოთამაშე ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდში ასპარეზობს.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ფუტსალის ლიგა 2-ში ილიაუნი 8 ტურის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს.

სატურნირო ცხრილი და შეხვედრები შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://bit.ly/3nJoL5t

საქართველოს უმაღლეს ლიგაში კი ილიაუნიმ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა და ოთხეულში შევიდა.

გაითვალისწინეთ, რომ ჩემპიონატები ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ილიაუნის ფუტსალის ნაკრებში გაწევრიანებით დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 25 იანვრამდე: https://tinyurl.com/2tn2sr25

სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მოგაწვდით ინფორმაციას შესარჩევ სინჯებთან დაკავშირებით.

 2022 წელი

ბანერები