ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდი საქართველოს ფუტსალის თასის გამარჯვებულია!

ახალი ამბები

25 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართველოს ფუტსალის თასის ფინალური მატჩი, რომელშიც ილიაუნის გუნდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდს დაუპირისპირდა. გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული კსუ ფავორიტად ითვლებოდა და სახიფათოდაც უტევდა, თუმცა 24-ე წუთზე ლაშა კურტანიძის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და ურთულეს შეხვედრაში ილიაუნიმ გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია მეკარის, ნიკოლოზ ფხაკაძის გამორჩეული თამაში. მან შეხვედრის მანძილზე არაერთხელ მოიგერია მეტოქეთა სახიფათო დარტყმები.

ჩემპიონი გუნდის შემადგენლობა ასეთია: გუნდის მწვრთნელი  ალიკ სარქისიანი მწვრთნელის ასისტენტი  დავით თაბაგარი

მოთამაშეები: ნიკოლოზ ფხაკაძე (მეკარე), ალექსანდრე აბულაძე (მეკარე), ომარ ასაშვილი (კაპიტანი), ნიკა გვაზავა, ბექა ონიანი, საბა მაჩიტიძე, ლაშა კურტანიძე, გიორგი თოლორდავა, გიორგი მამულაშვილი, ალექსანდრე იბრაგიმოვი, ირაკლი საღირაშვილი.

 

2021 წელი

ბანერები