შიდა მობილობა სამართლის სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე - სამართალი.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2026 წლის 24 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით;
- სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადება უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით;
- შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2026 წლის 4 სექტემბერი;
- შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
დამატებითი ინფორმაცია:
ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
იმ შემთხვევაში, თუ შიდა მობილობის დასრულებამდე, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მოხდება საბაკალავრო პროგრამების მოდიფიცირება 180-კრედიტიან ფორმატში, ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 სექტემბრიდან, შიდა მობილობას განახორციელებენ მოდიფიცირებულ 180 კრედიტის მოცულობის საბაკალავრო პროგრამაზე;
2026