ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე
23 ივნისი, 2026
ახალი ამბები
16 ივნისი, 2026
ღონისძიებები
18 ივნისი, 2026
სამართლის მაგისტრის, მიხეილ წურწუმიას საჯარო ლექცია „სახელმწიფოს მიერ ფასების რეგულირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები“
ღონისძიებები
1 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ წურწუმია, სამართლის მაგისტრი, კორპორატიული იურისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც თანამედროვე სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ფასების რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლს დაეთმობა.
მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:
- აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება ჩაერიოს საფასო პოლიტიკაში კონსტიტუციის მიხედვით?
- სად მთავრდება ბაზრის თავისუფლება და სად იწყება სახელმწიფოს ლეგიტიმური კონტროლი?
მოდერატორი – ზაზა მეიშვილი, იურისტი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 1 ივლისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026