საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების „ICON•S საქართველო“ IV ყოველწლიური კონფერენცია
ახალი ამბები
19-20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების „ICON•S-საქართველო“ IV ყოველწლიურ კონფერენციას. კონფერენციის თემაა „სამართლის უზენაესობის მომავალი მსოფლიოსა და საქართველოში“.
კონფერენციაზე სფეროს წამყვანი ექსპერტები, პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები წარდგებიან მოხსენებებით საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე.
პლენარულ სესიას გაუძღვება ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ემერიტა ბრიჯიტ არიმონდი. იგი წაიკითხავს მოხსენებას „თავდასხმა აკადემიურ თავისუფლებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში: დანებება თუ წინააღმდეგობა?“, რომელიც მიეძღვნება აკადემიური თავისუფლების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზსა და ინსტიტუციური მდგრადობის მნიშვნელობას.
კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავს მრავალფეროვან და ინტერდისციპლინურ პანელურ სესიებს:
- „სამოქალაქო სივრცის შევიწროება: გაერთიანების თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებული გამოწვევები“;
- „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კრიზისი საქართველოში: სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და არსებული გამოწვევები“;
- „კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, განჭვრეტადობა და სამართლის უზენაესობის ილუზია საქართველოში“;
- „სამართლის უზენაესობა ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივაში“;
- „კანონის უზენაესობა თანამედროვე სახელმწიფოში: დემოკრატიული მმართველობის სამართლებრივი და ინსტიტუციური გამოწვევები“.
ICON•S საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ, წინასწარ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 სექტემბერი
2026