გარე მობილობა სამართლის სკოლის პროგრამებზე 2026-2027 შემოდგომის სემესტრისთვის
ახალი ამბები
სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალვრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 11, 12 და 15 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:
ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A407
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება იწერება ადგილზე), განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.
შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი
განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა)ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ)სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)(განმეორებითი მობილობის შემთხვევაში - ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
გ)ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 20 აგვისტოსდ შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში - ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ზ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
თ)ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;
ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადასა და აუდიტორიაში.
იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოადგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2026