სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“

ღონისძიებები

29 აპრილს, 13:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“.

პროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი მუნოზი ასევე არის საარჩევნო სამართლის აღიარებული ექსპერტი და არაერთი სამართლებრივი კვლევის/ანგარიშის ავტორი. ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ლათინური ამერიკის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში, მათ შორის ტორონტოს უნივერსიტეტში (University of Toronto (ICCS grant), ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ვაშინგტონის კოლეჯში (American University Washington College of Law (Fulbright-Schuman grant) და ოტავის უნივერსიტეტში (University of Ottawa).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 29 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები