სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსია „სან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივები“

ღონისძიებები

25 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ორგანიზაციის „პრევენცია ცვლილებისთვის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომელზეც მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ სან პატრინიანოს მოდელს.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სათემო სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისა და განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციისთვის, რომელსაც წარმატებით იყენებენ იტალიაში.

მომხსენებლები ასევე განიხილავენ საკითხებს:

  • სან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკული გამოცდილება;
  • თემაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის მნიშვნელობა და საჭიროებები;
  • სტუდენტებისა და მომავალი პროფესიონალების ჩართულობა − როგორ გავიაზროთ და დავნერგოთ ასეთი მიდგომები ქართულ რეალობაში;  

გაიმართება დისკუსია სტუდენტებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან.

ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს რეაბილიტაციის წარმატებული მოდელები, რათა უკეთ იქნეს გააზრებული მათი დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გზებს, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თემაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო მიდგომები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის როგორც ციხის ალტერნატივა, სოციალური რეინტეგრაციისა და რეციდივის პრევენციისთვის.

მომხსენებლები: ანტონ (ტატო) ქელბაქიანი, ორგანიზაცია „პრევენცია ცვლილებისთვის“, ნატალია ცაგარელი, ორგანიზაცია „პრევენცია ცვლილებისთვის“

ღონისძიებას აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები