სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ღია კარის დღე ილიაუნის სამართლის სკოლაში

ახალი ამბები

29 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა ღია კარის დღე. სამართლის სკოლამ უმასპინძლა სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს, რომლებსაც სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებმა გააცნეს აკადემიური პროგრამები.

შეხვედრა გახსნა სამართლის სკოლის დეკანმა გიორგი პაპუაშვილმა.

სტუდენტური ცხოვრების შესახებ აბიტურიენტებს ესაუბრნენ კურსდამთავრებულები და სტუდენტები, მათ შორის გაცვლითი პროგრამების, იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და საუნივერსიტეტო ღონისძიებების მონაწილენი, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს  საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები.

ღია კარის დღეზე გაიმართა დიალოგი, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ინფორმაციას მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიება სამართლის სკოლის საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენებით დასრულდა.

სამართლის სკოლა მადლობას უხდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიური მონაწილეობისთვის და აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს!

2025

ბანერები