ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევრების საჯარო ლექციები
ღონისძიებები
2 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (WULS-SGGW) კვების მეცნიერებათა ინსტიტუტის ქიმიის დეპარტამენტის მკვლევრები აგნეშკა გურსკა და ევა მაიევსკა საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
კანცეროგენების დეფინიცია და კლასიფიკაცია, კანცეროგენეზი, კანცეროგენები საკვებ პროდუქტებში
მომხსენებლები მიმოიხილავენ საკვების უვნებლობასა და ქიმიურ ტოქსიკოლოგიას. მსმენელი გაეცნობა კანცეროგენეზის ბიოლოგიურ მექანიზმებს (როგორ ტრანსფორმირდება ჯანსაღი უჯრედები სიმსივნურ უჯრედებად). მკვლევრები ხაზს გაუსვამენ პოპულარულ საკვებ პროდუქტებში არსებულ სპეციფიკურ, ბუნებრივად ან გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ კანცეროგენებს, რაც მსმენელს შეუქმნის წარმოდგენას, როგორ მოქმედებს კვებითი არჩევანი და გადამუშავების მეთოდები ტოქსიკოლოგიურ რისკებზე.
ბალახოვანი მცენარეების დეფინიცია, კლასიფიკაცია და თვისებები
ორგანულ ქიმიასა და კვების მეცნიერებაზე დაყრდნობით მომხსენებლები ყურადღებას გაამახვილებენ ბოტანიკური კომპონენტების მდიდარ სამყაროზე. ჩამოაყალიბებენ მკაფიო ჩარჩოს სხვადასხვა ბალახოვანი მცენარის დეფინიციისა და კატეგორიზაციისთვის, მათი ქიმიური და ბოტანიკური პროფილების საფუძველზე. მიმოიხილავენ ამ მცენარეების განსაკუთრებულ თვისებებს, კერძოდ, მათ ბიოაქტიურ ნაერთებს, ანტიოქსიდანტურ პოტენციალსა და პრაქტიკულ გამოყენებას პროდუქტების კონსერვაციაში, გაჯანსაღებასა და ფუნქციური კვების პროდუქტების განვითარებაში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 2 ივნისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026