„ექსპერიმენტული ორთაბრძოლები“ – შეჯიბრება ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის
ღონისძიებები
16 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართება ფიზიკის ექსპერიმენტების შეჯიბრება „ექსპერიმენტული ორთაბრძოლები“.
მონაწილეობისთვის საჭიროა:
- გამოცხადებული ამოცანებიდან აირჩიოთ ერთ-ერთი დავალება ან თავად მოიფიქროთ საინტერესო ექსპერიმენტი;
- გადაიღოთ ექსპერიმენტის მოკლე ვიდეო და ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით;
შერჩეული კანდიდატები 16 ივნისს „ექსპერიმენტულ ორთაბრძოლებში“ მიიღებენ მონაწილეობას (კანდიდატები წინასწარ მიიღებენ დამადასტურებელ წერილს).
ღონისძიების პირველ ნაწილში ორგანიზატორები წარმოადგენენ საინტერესო სადემონსტრაციო ექსპერიმენტებსა და ლექციებს. მეორე ნაწილში მონაწილეები მოახდენენ ჩატარებული ექსპერიმენტების დემონსტრაციას.
მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/DD1QSwbMuqzsaG3C7
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 24:00 საათი
საკონტაქტო ელფოსტა: young.physicists@iliauni.edu.ge
დრო: 16 ივნისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026