საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ნეიტრინოების აუტანელი სიმსუბუქე“ – პროფესორ დიანა პარნოს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

16 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დიანა პარნოს საჯარო ლექცია „ნეიტრინოების აუტანელი სიმსუბუქე“.

თემის მოკლე აღწერა

უცნაური და უხილავი ნაწილაკის, ნეიტრინოს აღმოჩენიდან 90 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ის დღემდე შთააგონებს ბირთვულ და ნაწილაკთა ფიზიკოსებს. ექსპერიმენტული და თეორიული ძალისხმევის ათეული წლების შემდეგ დარწმუნებით ვიცით, რომ ნეიტრინოს აქვს მასა, თუმცა მისი აბსოლუტური მასშტაბი (სკალა) დღემდე დაუდგენელია. მრავალწლიანი დაგეგმვა-დიზაინის, კონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შემდეგ Karlsruhe Tritium Neutrino experiment (KATRIN) ექსპერიმენტმა ორმაგად გააუმჯობესა წარმოდგენა ნეიტრინოს მასის შესახებ.

პროფესორი დიანა პარნო მსმენელს დაათვალიერებინებს 70-მეტრიან KATRIN's დანადგარს, მოუთხრობს ექსპერიმენტის მომავალზე და გააცნობს, როგორ შეუძლია ამ ექსპერიმენტს ადრეული სამყაროსა და ფარული მატერიის თეორიების შემოწმება.

მომხსენებლის შესახებ

დიანა პარნომ დოქტორის ხარისხი 2011 წელს კარნეგი მელონის უნივერსიტეტში მიიღო. მისი სადისერტაციო თემა ეხება ნეიტრონის სპინის სტრუქტურას, შესწავლილს ჯეფერსონის ლაბორატორიაში (Jefferson Lab). შემდეგ დაინტერესდა სხვა ნეიტრალური ნაწილაკით ,ნეიტრინოთი. დიანა პარნო ჯერ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (University of Washington) პოსტ-დოკი იყო, შემდეგ – მკვლევარი პროფესორი და ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის ცენტრის (Center for Experimental Nuclear Physics and Astrophysics (CENPA)) ასოცირებული დირექტორი.

2017 წელს დაბრუნდა კარნეგი მელონის უნივერსიტეტში, სადაც ახლა ასოცირებული პროფესორია ფიზიკის მიმართულებით. მონაწილეობს KATRIN და COHERENT ექსპერიმენტების ანალიზის საკოორდინაციო ჯგუფებში;

2021 წელს მიიღო აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის დამწყები პროფესორის ჯილდო (DOE Early Career Award), რომელიც აფინანსებს მის კვლევას – მძიმე-წყლის COHERENTექსპერიმენტის დეტექტორს.

2018 წელს ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელმაც ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტებზე უმცირესობების ჩართვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

Join Zoom Meeting https://bit.ly/3mOoArK
Meeting ID: 884 0774 0126
Passcode: 396368

ფორმატი: ჰიბრიდული

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები