საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ ელისა დირიქსის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

30 იანვარს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ ელისა დირიქსის საჯარო ლექცია თემაზე: „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტოროლას გენეტიკური მრავალფეროვნება და კონსერვაცია".

თემის მოკლე აღწერა

პოპულაციის შემცირება იწვევს სახეობების გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვას. მეცნიერებმა გენეტიკურად შეისწავლეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტოროლას ერთ-ერთი სახეობა, რომელიც კაპე ვერდეშია გავრცელებული. კვლევა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გენეტიკური კვლევის შედეგად გაუმჯობესდეს სახეობის კონსერვაციული სტრატეგია და შენარჩუნდეს მისი შიდაპოპულაციური მრავალფეროვნება.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი ელისა დირიქსი Fauna & Flora International (FFI) ორგანიზაციაში ევრაზიის პროგრამის განვითარების მენეჯერი და არასამთავრობო ორგანიზაციის Fundação Maio Biodiversidade თანადამფუძნებელია კაპე ვერდეში, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრი და კემბრიჯის უნივერსიტეტში ზოოლოგიის დოქტორია.

დრო: 30 იანვარი,16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1),

დასწრება თავისუფალია.

ბანერები