ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“
ახალი ამბები
25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“, რომელსაც უძღვებოდნენ ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი.
სამუშაო შეხვედრა განკუთვნილი იყო აკადემიური წერით, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და კვლევასა და სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენებით დაინტერესებული მონაწილეებისთვის.
ვორკშოპის პირველი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო ჟურნალებში პუბლიკაციის საკითხებს, მათ შორის, შესაბამისი ჟურნალების შერჩევას, ნაშრომის მომზადებას, რეცენზენტებთან მუშაობას, არასაიმედო გამომცემლობების თავიდან არიდებასა და საავტორო პასუხისმგებლობებს.
მეორე ნაწილში განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები აკადემიურ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მიღებული პრაქტიკული რჩევები მონაწილეებს დაეხმარება კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და თანამედროვე, სწრაფად ცვალებად აკადემიურ გარემოში ეფექტიანად ორიენტირებაში.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „აკადემიური დარღვევებისა და აკადემიური ეთიკის გამოწვევების გადაჭრა საქართველოში“ ფარგლებში სანქტ-გალენის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ევროპის მმართველობისა და კულტურის ცენტრის (GCE-HSG) მხარდაჭერით.
2026
გალერეა