მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა არჩევნები 2 ივნისს გაიმართება
ახალი ამბები
2 ივნისს, 11:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა არჩევნები.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა რეგისტრაციის, არჩევნების ჩატარების ვადებისა და პროცედურის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 მაისის N900-03 ბრძანების შესაბამისად, საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაცია ორმა სტუდენტმა გაიარა.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:
ქეთევან მამნიაშვილი – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი;
ბარბარე გიორგაძე – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
ხმის მისაცემად სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დრო: 2 ივნისი, 11:00 – 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
2026