ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოკი) წარმატება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “Rustaveli-DAAD”-ის სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში

ახალი ამბები

2026 წლის  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი “Rustaveli-DAAD”-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-მა დოქტორანტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა (პოსტდოკი). კონკურსში ილიაუნის სახელით 15 პროექტი მონაწილეობდა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და დოქტორანტებისთვის გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას ითვალისწინებს.

გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები:

გიორგი ღვინჯილია, გიორგი მეჭურჭლიშვილი, სალომე პატარიძე (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

მარიამ ალბექიონი, ეკა გურგენაშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი)

დოქტორანტები:

მაკა ნოზაძე, ქეთევან ლაფაჩი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

ალექსი მემიშიში, ანა მარგალიტაძე, მარიამ გოგშელიძე, ნაია მოდებაძე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი)

ილიაუნი ულოცავს ახალგაზრდა მკვლევრებს წარმატებას.

2026

ბანერები