სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
ახალი ამბები
6-7 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.
ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის სექციები
ქართული და უცხოური ენების ფილოლოგია;
არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა;
ფილოსოფია;
თავისუფალი მეცნიერებები;
პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები;
ფსიქოლოგია;
სოციოლოგია.
შერჩევის ეტაპები
ეტაპი I: განაცხადის წარდგენა
კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ მოხსენების ვრცელი რეზიუმე (დაახლ. 500 სიტყვა) PDF ფორმატში.
რეზიუმეს სტრუქტურა და შინაარსი
რეზიუმეში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნაშრომის მიზანი, საკვლევი პრობლემა და მოსალოდნელი შედეგები/დასკვნები.
ტექსტს უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვები და ნაშრომში გამოყენებული ძირითადი წყაროების ჩამონათვალი.
თემის შერჩევისა და ნაშრომზე მუშაობისას კონსულტაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი მიმართულების ლექტორს.
რეზიუმეს ტექნიკური მახასიათებლები
სათაურის შრიფტი: Sylfaen, ზომა – 14 (გამუქებული);
ტექსტის შრიფტი: Sylfaen, ზომა – 12;
ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა და ქვედა ველები – 2 სმ;
ტექსტის კიდეები: გასწორებული ორივე მხარეს (Justified);
სტრიქონებს შორის დაშორება: 1.5;
დაშორება სათაურსა და ტექსტს შორის: 2 სტრიქონი.
ეტაპი II: შეფასება და პრეზენტაცია
წარმოდგენილ რეზიუმეებს შეაფასებს შესაბამისი სექციების აკადემიური პერსონალი. შერჩევის შედეგები მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივნისისა ელფოსტით.
მოხსენების რეგლამენტი და ფორმატი
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს PowerPoint-ის ფორმატში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის გათვალისწინებით.
პრეზენტაციების მომზადების პერიოდი – 2026 წლის 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით
მოხსენების ხანგრძლივობა – 15 წუთი, სადისკუსიო დრო – 10 წუთი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პლაგიატის შემცველი ნაშრომები არ შეფასდება.
ყველა მომხსენებელ სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის დროს, რეზიუმეს ატვირთვისა და კითხვების შემთხვევაში სავალდებულოა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორაციული ელფოსტის გამოყენება.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
განაცხადისა და რეზიუმეს ატვირთვის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 23:59 საათი
საკონტაქტო ელფოსტა: artsci_coordinators@iliauni.edu.ge
(წერილის სათაურის ველში / Subject Line აუცილებელია მიეთითოს: სტუდენტური კონფერენცია 2026).
2026