მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი: აღმოსავლეთის ქრისტიანული ერები იერუსალიმში და მათი აღწერილობა ბერნჰარდ ფონ ბრაიდენბახის მიერ

ღონისძიებები

22 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრი დისტანციურად გამართავს მუდმივმოქმედ სემინარს.

მომხსენებელი: ალექსანდრე თვარაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი

თემა: აღმოსავლეთის ქრისტიანული ერები იერუსალიმში და მათი აღწერილობა ბერნჰარდ ფონ ბრაიდენბახის მიერ (1483-1484 წწ.)

მოხსენების შესახებ

ბერნჰარდ ფონ ბრაიდენბახმა, გერმანელმა პილიგრიმმა, 1483-1484 წლებში იმოგზაურა წმინდა მიწასა და სინას მთაზე. მოგზაურობის აღწერილობაში ის ახასიათებს აღმოსავლეთის ქრისტიან ხალხებს, რომელთაც იერუსალიმში შეხვდა: ბერძნებს, სურინებს (მელქიტებს ან სირიელებს), იაკობიტებს, მარონიტებს, ნესტორიანელებს, სომხებს, ქართველებს, აბისინიელებს (ან ინდოელებს). მომხსენებელი განიხილავს ბერნჰარდ ფონ ბრაიდენბახის ცნობებს აღმოსავლეთის ქრისტიანული ერების შესახებ, საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს: რა მიმართებაა ბერნჰარდ ფონ ბრაიდენბახის აღწერილობაში გადმოცემულ ცოდნასა და ახალ ცნობებს შორის; რა ინფორმაცია და რა კრიტერიუმებია ავტორისთვის მნიშვნელოვანი აღმოსავლეთის ქრისტიანული ხალხების დახასიათებისა და შეფასების დროს. მასალის ზოგადი კონტექსტისთვის ასევე განიხილავს შესაბამის მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ბერნჰარდ ფონ ბრაიდენბახის მოგზაურობას, პილიგრიმის მიერ წმინდა მიწისა და სინას მთის აღწერილობას.

დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის საშუალებით

სემინარზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რათა მიიღოთ ზუმის შეხვედრის ბმული.

ბმულს მიიღებთ სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

2021 წელი

 

ბანერები