მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შემოქმედებითი ტური ხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტთათვის-გარე მობილობა

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის,საბაკალავრო პროგრამებზე: ,,გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)’’ და ,,გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)’’   გარე მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.

შემოქმედებითი ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 19 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით მითითებულ ბმულზე:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ ნამუშევრები პორტფოლიოს სახით ,,არქივის’’ (ZiP) ფორმატში, მაქსიმუმ 10 GB მოცულობით.

ტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. იქამდე  გთხოვთ, გაეცნოთ შემოქმედებითი ტურის დებულებას. (დანართი1)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები