მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

შენიშვნა: ზეპირი გამოცდის, ტესტირების, ესეის, სამოტივაციო წერილის კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში:

ინგლისური ენის ტესტირება B2 კომპეტენციის დასადგენად პროგრამებისთვის: „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ და “კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია” დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბერს, 10:00 საათიდან, და ჩატარდება დღის განმავლობაში. ინფორმაცია აუდიტორიების შესახებ განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა.

გერმანული ენის ტესტირება B2 კომპეტენციის დასადგენად პროგრამაზე „გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“ ჩატარდება 2024 წლის 2 სექტემბერს.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2024 წლის 12-დან 30 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით, გარდა პროგრამისა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“, ჩატარდება 2024 წლის 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით;

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ჩატარდება 2024 წლის 2-დან 7 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით, გარდა პროგრამისა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“, აიტვირთება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა; დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ აიტვირთება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. ანგლისტიკა − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა;

2. რომანული ფილოლოგია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ესეი, ზეპირი გამოცდა;

3. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა;

4. გამოყენებითი ენათმეცნიერება − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა;

5. რელიგიის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა;

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „რელიგიის კვლევები“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

6. ფილოსოფია − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდა, ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: ფილოსოფიის სამაგისტრო მიღებაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

7. შუა საუკუნეების კვლევები − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „შუა საუკუნეების კვლევები“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

8. არქეოლოგია − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა;

9.თანამედროვე საქართველოს ისტორია − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში, ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო ესეი (400-სიტყვიანი).
ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში, დამატებითი ინფორმაცია განთავსდება არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა, ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 2 სექტემბერს.

თუკი აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის ტესტის მინიმალურ ზღვარს (65% და მეტი), ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ათავისუფლებს აპლიკანტს ინგლისური ენის გამოცდისგან (სერტიფიკატის B2 წარმოდგენისას უნდა დადასტურდეს, რომ აპლიკანტმა გამოცდა ჩააბარა და მიიღო საერთო ქულების 65% და მეტი, ან უნდა ჰქონდეს C1 დონის სერტიფიკატი);

10. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა.
ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში;

სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა 2024-2025 წლის მიღებისთვის

თ. მარგალიტაძე, ლექსიკოგრაფიის შესავალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 2022 წ.

მიმართულება: ხელოვნება

11. კინომცოდნეობა – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა:  სამაგისტრო პროგრამაზე „კინომცოდნეობა“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) და ნებისმიერი ფილმის შესახებ დაწერილი 400-500-სიტყვიანი ესეი.

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

12. გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება გერმანულ ენაში, ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: თუკი აპლიკანტი ვერ გადალახავს გერმანული ენის ტესტის მინიმალურ ზღვარს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;

13. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდა

ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში − დანართი 1, დანართი 2

სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა 2024-2025 წლის მიღებისთვის

შენიშვნა: წერითი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გთხოვთ, რეგისტრაციისას გამოიყენოთ აქტიური ელფოსტა.

კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი სხვა სფეროშიც.

ასევე  სამაგისტრო პროგრამაზე „ფსიქოლოგია“ სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9 ქულაზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში მოწმდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენცია (B2 დონე) და დარგობრივი ცოდნა;

14. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში), ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

15. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში), ზეპირი გამოცდა.
შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

16. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტირება ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში), ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

17. ადიქციის კვლევები – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

სამაგისტრო პროგრამის „ადიქციის კვლევები“ მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა ჩამოტვირთონ სააპლიკაციო ფორმა, შეავსონ და რეგისტრაციისას ატვირთონ სარეგისტრაციო ბმულზე სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად.

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „ადიქციის კვლევები“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.

18. სოციოლოგია − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა, ინგლისური ენის ტესტის ნიმუში.

სამაგისტრო გამოცდის საკითხავი მასალა 2024-2025 წლის მიღებისთვის

ინგლისურენოვანი დარგობრივი ტექსტის ნიმუში 1, ნიმუში 2, ნიმუში 3.

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. სამაგისტრო პროგრამაზე „სოციოლოგია“ სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება.

19. სოციალური მუშაობა − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „სოციალური მუშაობა“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, CV და სამოტივაციო წერილი.

გაითვალისწინეთ: CV-ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული 2 რეკომენდატორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

მიმართულება: ჯანდაცვა

20. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ინგლისური ენის ტესტის ნიმუში, ზეპირი გამოცდა
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე: „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია“  ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

21. ფსიქიკური ჯანმრთელობა − შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

წინაპირობა: კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ფსიქიატრის სპეციალობა ან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მედიცინის, ფსიქოლოგიის, საექთნო ან სოციალური სამუშაოს დისციპლინებში და მინიმუმ ორწლიანი პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) ან მომიჯნავე სფეროში;

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული მინიმუმ ორწლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შენიშვნა: არ არის სავალდებულო აპლიკანტს ორწლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში).

მიმართულება: შემოქმედებითი (საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე)

22. ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში - შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა:

  1. აპლიკანტთან ინტერვიუ, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილის, შემოქმედებითი რეზიუმესა და პორტფოლიოს განხილვას. ამავე ინტერვიუს დროს მოწმდება ინგლისური ენის ცოდნის დონე;
  2. შემოქმედებითი ტური;
  3. ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისათვის.

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ:

1)     შემოქმედებითი რეზიუმე;

  1. პორტფოლიო, რომელიც მოიცავს შემოქმედებითი საქმიანობის დასაბუთებას (ფოტო-ვიდეომასალა, შესაბამისი ბმულები და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის მსურველს არ აქვს გამოცდილება და პორტფოლიოს ვერ წარმოადგენს, რეგისტრაციისთვის შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს ცარიელი Pdf-ფაილი); 

2)     სამოტივაციო წერილი.


რეგისტრაცია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2024 წლის 12-დან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters.

რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ

რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დარეგისტრირდებიან.

არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით, გარდა პროგრამისა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“, ჩატარდება 2024 წლის 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით;

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ჩატარდება 2024 წლის 2-დან 11 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით, გარდა პროგრამისა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“, აიტვირთება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა, ხოლო სამაგისტრო პროგრამისა − „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ – არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 9 სექტემბერს, გარდა სამაგისტრო პროგრამისა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“.


სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2024 წლის 9 სექტემბრის 20:00 საათიდან 10 სექტემბრის 18:00 საათამდე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2024 წლის 12 ან/და 13 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 11 სექტემბრისა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.


შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებითა (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 13 სექტემბრისა.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 14-დან 18 სექტემბრის 12:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. №32).

ა) ძირითადი სიის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 14, 15 და 16  სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 17 და 18 სექტემბრის 12:00 საათამდე.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებით განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 16 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: CV/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით მინდობილი პირის მიერ საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი – თინათინ ასანიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: tinatin.asanishvili@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი – მარიამ ჩორგოლაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2024

ბანერები