მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შემოქმედებითი ტური საბაკალავრო პროგრამაზე: ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)”

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამაზე: ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)”  გარე მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.

შემოქმედებითი ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 19 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/gt2wNsoDwtH1Qa1WA

შემოქმედებითი ტური ჩატარდება 27 და 28 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრში, რომლის ფარგლებში შემოწმდება კონკურსანტის მოტივაცია და სფეროს შესახებ ზოგადი ცოდნა. დამატებით, გთხოვთ, იხილოთ დანართი 1.

ტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

იქამდე  გთხოვთ, გაეცნოთ შემოქმედებითი ტურის დებულებას.

(დანართი 1)

დარეგისტრირებულ კანდიდატებს უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაუკავშირდება ელ. ფოსტის საშუალებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: tour.music@iliauni.edu.ge

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები