მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის დასახელება: გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკაში

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური

პროგრამის შესახებ:

როდესაც მხატვრის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ პირველ რიგში ჩარჩოში ჩასმულ ნამუშევარს ვხედავთ. სინამდვილეში ჩვენი ყოველდღიური ყოფა მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრებითაა გარემოცული. ყველა აფიშა, ბილბორდი, სარეკლამო ბუკლეტი, წიგნი ილუსტრაციებით, ეტიკეტები, ნებისმიერი შესაფუთი კოლოფი და უამრავი სხვა ნივთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ მხატვარ-გრაფიკოსის შემოქმედების ნაყოფია.

ვისაც სურს ცხოვრება მშვენიერების შექმნას მიუძღვნას, უნდა ჩააბაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე პროგრამაზე.  მულტიდისციპლინური პროგრამა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება შეიქმნა 2007 წელს. 2023 წელს კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არსებული პროგრამის ბაზაზე შეიქმნა ორი პროგრამა:

  • გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან და მრავალმხრივი კომპეტენციების მქონე გრაფიკოსს  რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროს მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მზად იქნება, წვლილი შეიტანოს თანამედროვე საზოგადოების კულტურულ-ესთეტიკური განვითარების პროცესში.  პროგრამის ფარგლებში მომზადებული გრაფიკოსი:

ამისთვის გარადა საბაზისო დისციპლინებისა (ხატვა, ფერწერა, პლასტიკური ანატომია და სხვა) სტუდენტი შეისწავლის გრაფიკის ხელოვნების ურთიერთთავსებადი სახეობებს (დაზგური გრაფიკა, გამოყენებითი გრაფიკა) ამასთან გრაფიკულ კომპიუტერულ პროგრამებს.          

ამასთან, რომელიმე პროგრამზე ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში აირჩიოს ნებისმიერი სასწავლო კურსი, როგორც ძირითადი ისე მომიჯნავე პროგრამიდან, რათა გაიფართოვოს შემოქმედებითი დიაპაზონი.  

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი და მრავალმხრივი კომპეტენციების მქონე გრაფიკოსის მომზადება, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროს მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მზად იქნება, წვლილი შეიტანოს თანამედროვე საზოგადოების კულტურულ-ესთეტიკური განვითარების პროცესში.  პროგრამის ფარგლებში მომზადებული გრაფიკოსი:

  • დაუფლებული იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის საბაზისო დისციპლინებსა და თეორიულ ცოდნას ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ;
  • დაუფლებული იქნება  გრაფიკის ხელოვნების ურთიერთთავსებადი სახეობების - დაზგური და გამოყენებითი გრაფიკის კომპოზიციურ, ტექნოლოგიურ კანონებს, სათანადო მასალების გამოყენების პრინციპებსა  და მიდგომებს; ამასთან კომპიუტერულ პროგრამების გამოყენების ტექნიკებს დაზგური და გამოყენებითი გრაფიკული ნამუშევრის შესასრულებლად;
  • მზად იქნება წარმატებული პროფესიული კარიერისა და/ან შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის.

ამასთან პროგრამა განუვითარებს სტუდენტს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, ორიგინალური იდეებისა და კონცეფციების შესამუშავებლად ვიზუალური და თეორიული მასალის მოძიება/ანალიზი, საკუთარი შემოქმედების ეფექტური პრეზენტაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

სწავლის შედეგები:

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  • კურსდამთავრებული ავლენს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის სავალდებულო საბაზისო დისციპლინების ძირითადი პრინციპების, ტექნოლოგიების, კანონებისა და პრაქტიკების, ამასთან ვიზუალური ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ ფართო ცოდნას;
  • აღჭურვილია საბაზო უნარებით ხატვის და ფერწერის კანონების, სახატავი და ფერწერული მასალებით მუშაობის ტექნოლოგიების და პრინციპების შესახებ;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეუძლია შექმნას საავტორო ნამუშევარი გრაფიკის  ხელოვნების ურთიერთთავსებად სახეობებში (დაზგური ან გამოყენებითი) რელევანტური ვიზუალური და თეორიული მასალის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკების, მასალებისა და/ან ხელსაწყოების გამოყენებით; ასევე, გამოიყენოს კომპიუტერული პროგრამები დაზგური და გამოყენებითი გრაფიკის ხელოვნების ნამუშევრის შესრულებისას;
  • საავტორო ნამუშევარში შეუძლია გამოავლინოს საკუთარი სტილი და შემოქმედებითი ხედვა;
  • შემოქმედებითი იდეების განვითარებისა და განხორციელების პროცესში შეუძლია პლაგიატის თავიდან აცილება;
  • შეუძლია საკუთარი შემოქმედებითი იდეების ეფექტური  ზეპირი ან წერილობითი კომუნიკაცია თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • შეუძლია ეფექტურად იმუშაოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, იზრუნოს საკუთარი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
  • შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა დარგობრივი სასწავლო რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით.

სწავლის მეთოდები:

ლექცია, სემინარი;  სტუდიური სწავლება; პრაქტიკული მეთოდი; ინდივიდუალური  და ჯგუფური მუშაობა;  დემონსტრირების მეთოდი;      ელექტრონული სწავლების ელემენტები; დისკუსია/დებატები;

დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს  დარგობრივი პროფილის მიხედვით, სახელდობრ:

  • სარეკლამო ბიზნესი;
  • დიზაინერული კომპანიები;
  • გამომცემლობები;
  • მასმედია;
  • სტუდიები, სახელოსნოები;

და სხვა.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული - 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზოვნებაში I, II - 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები  - 6 კრედიტი
  • სტატისტიკა - 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები - 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები კოდით INTRO - 12 კრედიტი

შენიშვნა: გრაფიკის ხელოვნების შესწავლის მსურველი სტუდენტი ვალდებულია საბაკალავრო სწავლების პირველივე წელს გაიაროს საერთო სავალდებულო კურსები „პირველი ნაბიჯები ხატვასა და ფერწერაში 1: მარტივი ობიექტები. სტუდიური კურსი“ და „პირველი ნაბიჯები ხატვასა და ფერწერაში 2: რთული ობიექტები. სტუდიური კურსი“.

ძირითადი სწავლის სფერო - 120 კრედიტი:

  • საბაზისო სავალდებულო კურსები - 54  კრედიტი
  • ხელოვნების ისტორიის სავალდებულო კურსები - 12 კრედიტი
  • გრაფიკის ხელოვნების სავალდებულო კურსები -  36 კრედიტი
  • არჩევითი კურსები - 18 კრედიტი

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი


საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გეთიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
☏ (+995 32) 222 00 09 (შიდა ნომერი 209)
✉: tamari.getiashvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 205

თამარ ნინიკაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი D 609
tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები