


პროფესორ აქსელ გოსრის საჯარო ლექცია „კლიმატი, სამართლიანობა და მოვალეობები მომავალი თაობების წინაშე“
ღონისძიებები
7 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პროფესორი აქსელ გოსრი გამართავს საჯარო ლექციას „კლიმატი, სამართლიანობა და მოვალეობები მომავალი თაობების წინაშე“.
ლექციის შესახებ
პროფესორი გოსრი განიხილავს კლიმატთან დაკავშირებულ სამართლიანობის ძირითად პრობლემებს და მათ კავშირს შეკითხვასთან: რა მოვალეობები გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე? მომხსენებელი ისაუბრებს სათბურის აირების ისტორიული ემისიების მნიშვნელობაზე ისტორიული უსამართლობის სხვა შემთხვევებთან პარალელების ფონზე და დაიცავს კლიმატთან დაკავშირებული სამართლიანობის დისტრიბუციულ გაგებას. ასევე შეეხება რამდენიმე კონკრეტულ პრობლემას, როგორებიცაა, მაგალითად: შეიძლება თუ არა სამართლიანი იყოს ატმოსფეროს ტემპერატურის 2 გრადუსი ცელსიუსით გაზრდა? როგორ შეიძლება გავამართლოთ განსაკუთრებული ძალისხმევა, რომელსაც დღევანდელი თაობებისგან მოვითხოვთ და ა.შ.
მომხსენებლის შესახებ:
აქსელ გოსრი, პოლიტიკის ფილოსოფისა და სამართლის მკვლევარი, სამეცნიერო კვლევის ბელგიის ეროვნული ფონდის მკვლევარი-პროფესორი და ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორია. ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური ეთიკის ჰუვერის კათედრას. მისი კვლევის სფეროა სამართლიანობის ფილოსოფიური თეორიები, ასევე თაობებს შორის სამართლიანობისა და კლიმატთან დაკავშირებული სამათლიანობის საკითხები. იგი მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორია ფილოსოფიაში, სამართალსა და ეკონომიკაში; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია (2004). რამდენიმე მნიშვნელოვანი სამცნიერო კრებულის რედაქტორი/თანარედაქტორია.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ პროფესორ გოსრის გვერდი Google Scholar-ზე.
ლექციაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3Nml2EQ
პროფესორი გოსრი ფილსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ინტენსიურ სალექციო კურსს „თაობები, სამართლიანობა და ლეგიტიმურობა“.
მომხსენებელი განიხილავს თაობებს შორის ურთიერთობების სამ განზომილებას ნორმატიული პოლიტიკური ფილოსოფიის პერსპექტივიდან.
ლექციების თემატიკა და განრიგი:
შეგვიძლია ვავნოთ მომავალ თაობებს? (პარფიტის არაიგივეობის პრობლემა)
დრო: 4 ივლისი, ორშაბათი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A304 აუდიტორია
რა მოვალეობები გვაქვს მომავალი თაობის წინაშე (და კავშირი მდგრადობასთან)?
დრო: 5 ივლისი, სამშაბათი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A304 აუდიტორია
შესაძლებელია დემოკრატიული ლეგიტიმაცია მომავლის წინაშე?
დრო: 6 ივლისი, ოთხშაბათი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A304 აუდიტორია
სამუშაო ენა: ინგლისური
2022 წელი