
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ღონისძიებები
12 მარტი, 2025
ელისაბედ ორბელიანის ჯილდო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის
კონკურსები
საქართველოს პრეზიდენტი აწესებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისება.
ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში:
- პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის
- სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს.
- საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საბუთები და საკონკურსო ნაშრომი უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით
- ელექტრონული აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3sm0WSI
- აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა:18 თებერვალი
კონკურსის ეტაპები:
- უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
- კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს წარდგენილ კანდიდატებს.
კონკურსის ვადები:
კონკურსი ცხადდება 2021 წლის 29 დეკემბერს.
- საკონკურსო ნაწარმოებებისა და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით.
- საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 21 თებერვალს.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 2022 წლის 14 მარტს.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დაჯილდოების კანდიდატებს გამოავლენს და საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებას წარუდგენს 2022 წლის 14 აპრილს.
2021 წელი