მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია

ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქეოლოგიის ბაკალავრი

კოდი NAEC ცნობარში: 0100107

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

ჰუმანიტარული მეცნიერებების არქეოლოგიის მიმართულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლოს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის ყველა პერიოდში  გავრცელებული კულტურებისა და  ცივილიზაციების არქეოლოგიას. სავალდებულო  არქეოლოგიური პრაქტიკის ფარგლებში ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაეუფლებიან არქეოლოგიური კვლევა-ძიების ზოგად პრონციპებს. 

პროგრამის მიზანი

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტს არქეოლოგიის მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორია და საფუძვლები;
  • შეასწავლოს სტუდენტს მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის ყველა პერიოდში (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, კლასიკური ხანა და შუა საუკუნეები) გავრცელებული კულტურებისა და ცივილიზაციების არქეოლოგია;
  • მისცეს მას ფართო ცოდნა  არქეოლოგიური კვლევა-ძიების (საველე,კამერალური,GIS) ზოგადი პრინციპების შესახებ;
  • შეასწავლოს სტუდენტს არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარების პერსპექტივები.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან  მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მოვლენებს როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მათ შეუძლიათ არქეოლოგიური ძეგლების ინტერპრეტაცია და მათი ნააზრევის მყარი არგუმენტებით გამყარება.

სწავლის შედეგები  

ცოდნა და გაცნობიერება:

არქეოლოგიის მიმართულების  პროგრამის კურსდამთავრებულს:

  • არქეოლოგიის და მისი როლის შესახებ კაცობრიობის ისტორიის კვლევასა და მეცნიერებათა სისტემაში;
  • არქეოლოგიურ წყაროთა სპეციფიკის, სახეობების და მათი გამოყენების შესახებ არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესში;
  • კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ევროპისა და კავკასიის ქვის ხანის, ბრინჯაოს ხანის, რკინის ხანის, კლასიკური ხანის და შუა საუკუნეების არქეოლოგიური კულტურების  შესახებ;
  • მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებისა და მათი არქეოლოგიური სამუზეუმო კოლექციების შესახებ;
  • ძველი ცივილიზაციების მატერიალური კულტურისა და ეთნოგრაფიის საფუძვლების შესახებ;
  • კულტურის სფეროს საკანონმდებლო აქტებისა და მისი მენეჯმენტის კუთხით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

არქეოლოგიის მიმართულების პროგრამის კურსდამთავრებულს:

  • ხელმძღვანელის მეთვალყურეობის პირობებში კვლევითი ხასიათის სამუშაოების ყველა ეტაპზე (საველე, კამერალური და ლაბორატორიული) მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური ძეგლის (მღვიმე, ღია სადგომები, სამაროვანი, ნამოსახლარი და სხვა) დაზვერვა და გათხრა;
  • მოპოვებული არქოლოგიური მასალის დაჯგუფება-აღნუსხვა და მასალის ლაბორატორიული დამუშავება;
  • არქეოლოგიურ ობიექტებზე მუშაობისას ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდების  გამოყენება;
  • მცირე ხასიათი კვლევის დაგეგმვა და ჩატარება უსაფრთხოების ნორმების წესების დაცვით;
  • მოპოვებული მასალის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და პუბლიცირება.

სწავლის მეთოდები

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქციული ლექცია-სემინარებისა და დისკუსიების ფორმატში და ორიენტირებულია სტუდენტებისათვის არგუმენტაციის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. სწავლებისას გამოიყენება ვერბალური და პრაქტიკული მეთოდები, ელექტრონული სწავლების ელემენტები, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია / დებატებში ჩართულობა, შემთხვევის ანალიზი (case study), გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა და საველე გასვლები.

დასაქმების შესაძლებლობები

  • მუზეუმები, არქივები;
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
  • ტურიზმის სფეროს ორგანიზაციები;
  • შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი;
  • განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
  • კულტურული პროექტები.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა ისტორიის ბაკალავრს ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები