ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბაზისბანკისა და ილიაუნის ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამა აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტების საყურადღებოდ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი 2000-ლარიანი STEM სტიპენდია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ბაზისბანკი“, ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის* ფარგლებში,  გაძლევთ შესაძლებლობას, მოიპოვოთ 2000-ლარიანი დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლისთვის.

2017-2018 წლის STEM სასტიპენდიო პროგრამის საერთო მოცულობა 20 000 ლარია და დაფინანსებას 10 წარმატებული აბიტურიენტი მიიღებს.

STEM სტიპენდიის მიღების პირობები

2000-ლარიან STEM სტიპენდიას მიიღებ, თუ 2017 წელს ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია) და აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნები საუკეთესო ათეულში.

დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდი და ჩვენ პირადად მოგაწვდით ინფორმაციას როგორც დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე სხვა სიახლეებზე.

  • შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და მოითხოვე ინფორმაცია ბმულზე: https://goo.gl/GRrE0T

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) გთავაზობთ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს** საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.

პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა და სტანდარტები, ასევე, სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტექნოლოგიები არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების შესაბამისი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში  2017 წლის პირველი კვარტალიდან ახალი, ოთხსართულიანი (4000 კვ.მ.-ზე მეტი) საგანმანათლებლო ნაგებობის მშენებლობას იწყებენ ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდება SDSU-საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები და ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ლექციებს ქართველის სტუდენტებისთვის ატარებენ SDSU-ს ამერიკელი პროფესორები. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

SDSU-საქართველოს სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.

პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2k9RxwG.


 *ილიაუნისა და „ბაზისბანკის“ ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამა ვრცელდება ექსკლუზიურად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტებზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების 2 ან 2-ზე მეტ პირობას (კერძოდ, იქნები ქვეყნის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის; ფიზიკის ოლიმპიადაში მოიპოვებ სასტიპენდიო ვაუჩერ), მიიღებ უკეთესი პირობების მქონე ერთ სასტიპენდიო ვაუჩერს.

** (ABET - საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ამერიკის საბჭო, ACS - ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია, WASC - სკოლებისა და კოლეჯების დასავლეთის ასოციაცია) საბაკალავრო პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.

ბანერები