სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„შავი სარკის“ ეპიზოდის – „თეთრი შობა“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გახმაურებული  ბრიტანული სერიალის, „შავი სარკის“ერთ-ერთი ეპიზოდის – „თეთრი შობა” ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. 

მომხსენებელი – გოგა ჩიფჩიური, ილიაუნის მარლთმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი 

მოდერატორივიკა დარსალია, ილიაუნის სამართლის სკოლის მეორე  კურსის სტუდენტი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

უცნაური სახლი ქალაქის განაპირას, ამ სახლში მცხოვრები ორი მამაკაცი, რომლებიც ძალიან იშვიათად საუბრობენ და შობა დილა ასეთია „შავი სარკის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიის დასაწყისი, თუმცა, მოგვიანებით, „თეთრი შობა” გვიამბობს რამდენიმე ამბავს პერსონაჟების ცხოვრებიდან, რომელშიც უდიდესი ადგილი ტექნოლოგიებს უჭირავთ. სერია ეძებს პასუხებს შეკითხვაზე, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და ციფრულ რეალობას შორის და გვაჩვენებს, რა შედეგებამდე მიჰყავს ადამიანები სხვების ცხოვრებით მანიპულირების მცდელობას. 

დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია A101 (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები