ძირითადი უფლებების სამართლის ოლიმპიადა
ახალი ამბები
ძირითადი უფლებების სამართლის ოლიმპიადა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის პროექტი, მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ძირითადი უფლებების დაცვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ძირითადი უფლებების სამართლის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პოპულარიზაციას.
იურიდიული დოკუმენტების – კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური შესაგებლის – წარმოდგენის საფუძველზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან შეირჩევა 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების იმიტირებულ პროცესში.
იმიტირებული პროცესები გაიმართება მაისში ორ ეტაპად: ნახევარფინალები და ფინალი.
მონაწილეებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლექტორები.
გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მსგავსი თემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა 30 აპრილის 13:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge უნდა გამოგზავნონ იმიტირებულ პროცესში მონაწილე ჯგუფის სამი წევრის სახელი და გვარი.
მონაწილე გუნდები შესასრულებელი დავალების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტით.
2024