სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირებები ევროპის 43 ქვეყანაში – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

28 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის წარმომადგენლები ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების შესახებ.    

შეხვედრაზე ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის პროფესიული განვითარების მიმართულების წევრი-მომხსენებლები დაესწრებიან, დაესწრება ასევე ამავე აპარატის ვიცე-პრეზიდენტი ნაია სისაური. ისინი სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ევროპის 43 ქვეყნის წამყვან იურიდიულ ფირმებსა და უნივერსიტეტებში ანაზღაურებად სტაჟირებათა შესახებ.

სტაჟირება ანაზღაურებადია და მაქსიმალურად მისადაგებული სტუდენტის გრაფიკსა და შესაძლებლობებზე.

დამსაქმებელთა სიაში არიან მათ შორის წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო და საკონსულტაციო ორგანიზაციები. ელსას მსხვილი პარტნიორი მსგავსი პროექტების ნაწილში არის ევროპის საბჭო.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 28 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები