მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია

პროგრამის მიზანი:

  • შეასწავლოს სტუდენტს მსოფლიოს ცივილიზაციების წარსული და განვითარების ისტორია; 
  • მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის შესახებ;
  • განუვითაროს მას ისტორიული წყაროების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაცის უნარი; 
  • წარმოაჩინოს ისტორია, ერთის მხრივ, როგორც კვლევის დარგი და მეორეს მხრივ, როგორც წარსულის “ფაქტების” ტენდენციური და მიზანმიმართული კონსტრუირება პოლიტიკური ელიტის ინტერესების თუ საზოგადოების აწმყოს მოთხოვნების შესაბამისად; 
  • ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცნობიერების, სოციალური ერთიანობის, ნაციონალური, კულტურული და რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბებას, კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნების გააზრებასა და პატივისცემას.

სწავლების მეთოდოლოგია:

ვერბალური მეთოდი; პრაქტიკული მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა ; საველე გასვლები

დასაქმების სფეროები:

  • მუზეუმები, არქივები;
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
  • ტურიზმის სფეროს ორგანიზაციები; 
  • შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი;
  • კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
  • კულტურული პროექტები.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები