ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის განრიგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ზეპირი გამოცდის განრიგი და ბმული საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. ელ.პლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე ასევე, მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია დოქტორანტობის კანდიდატი.

გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა. გამოცდის დროს სავალდებულოა ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთამდე ხანგრძლივობით PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტის. ზეპირი გამოცდა შეფასედება დანართი 4 თანახმად, ხოლო საზოდაგოებრივი ჯანდაცვის პროგრამისთვის დანართი 4 თანახმად.

გამოცდის ბმული გამოიგზავნება კონკურსანტის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ა.წ. 3 თებერვლისთვის.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით. კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშება კონკურსს.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 11 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 12 თებერვალს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება 2021 წლის 15 თებერვალს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები