ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

შიდა მობილობა ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის უჯრედული ნეირომეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე გადასვლის შესახებ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სტუდენტთა შიდა მობილობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის უჯრედული ნეირომეცნიერების სადოქტორო პროგრამის ერთ ვაკანტურ ადგილზე.

შიდა მობილობით გადასვლის მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ არაუგვიანეს 2018 წლის 6 მარტისა.

განაცხადი მიიღება უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის უჯრედული ნეირომეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა განაცხადს უნდა დაურთოს პოტენციური ხელმძღვანელის თანხმობა.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და დასკვნაზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2018 წლის 7 მარტი.

იხ. დანართი

ბანერები